ბოკერია: თუ აშკარაა ან არ არსებობს არანაირი წინაპირობა და პირიქით ყველანაირი ნიშანია იმისა, რომ შეიძლება სიმულაცია ან დეკორაცია იყოს, მაშინ ასეთ პროცესში მონაწილეობა პირიქით გაშორებს ამოცანა

„ივანიშვილის რეჟიმი ხშირად ახდენდა ხოლმე სიმულაციებს იმისთვის, რომ თუ რამე თავისტკივილი აქვს გარეთ, ამას რაღაცნაირად მიხედოს, ყოველი შემთხვევისთვის რაღაც დეკორატიული ნაბიჯები გადადგას და ამაში მონაწილეობა გვაშორებს პირიქით ამოცანას.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სიტყვებით არ უნდა ვიმსჯელოთ, უნდა ვიმსჯელოთ ქმედებებით. ჯერ-ჯერობით სამწუხაროდ წინაპირობები ოპტიმიზმისთვის არ გვაქვს. თუ აღმოჩნდება რომ ეს ასე არ არის და აღმოჩნდება, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს ამ ვისაც გააჩნია მაინც ნაწილი ძალაუფლების მზად არის არა თუ იმოქმედოს არამედ შეაჩეროს ის კატასტროფული კურსი, რაც აქვს ივანიშვილისა და მის გარემოცვას, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში მხოლოდ მოხარული ვიქნებით. წინააღმდეგები არ ვართ დისკუსიის, მათ შორის მწარე პოლიტიკურ ოპონენტთან, ვისაც მტრად მიაჩნიხარ, ოღონდ არ ვაპირებ მონაწილეობას რაღაც სიმულაციებში, იმიტომ რომ უცნაური მიმდევრობაა, ჯერ უცხოეთში ფორუმზე ამის გამოცხადება, მერე რაღაც ცერემონიის დაგეგმვა და მერე ფიქრი იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს პროცესი, პირიქით უნდა ყოფილიყო, ეს უფრო ნორმალური იქნებოდა. მოლოდინი თავისუფალი სამყაროსი თუ შენ მისი წევრობა გინდა და ქართულ საზოგადოებას ეს სურს, ოღონდ ივანიშვილის რეჟიმს არ სურს ეს სამწუხაროდ, არის ის რომ თავისუფალი იქნება სასამართლო, არ იქნება ძალადობა, პოლიტიკური დევნა, იქნება კანონის უზენაესობა, ეს არის დაკვეთა. ივანიშვილის რეჟიმი ხშირად ახდენდა ხოლმე სიმულაციებს იმისთვის, რომ თუ რამე თავისტკივილი აქვს გარეთ, ამას რაღაცნაირად მიხედოს, ყოველი შემთხვევისთვის რაღაც დეკორატიული ნაბიჯები გადადგას და ამაში მონაწილეობა გვაშორებს პირიქით ამოცანას არა თუ გვაახლოვებს, ამიტომ როცა მესმის განცხადება, რაც ტრივიალური ჭეშმარიტებაა, რომ ყველა შანსი უნდა გამოიყენო თუ არის, რა თქმა უნდა, ეს ასეა, ოღონდ თუ აშკარაა ან არ არსებობს არანაირი წინაპირობა და ყველანაირი წინაპირობაა, რომ ეს სიმულაცია ან დეკორაცია იყოს, მაშინ ამაში მონაწილეობა პირიქით გაშორებს ამოცანას.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, 23 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს
შემდეგი სტატიაგვარამია სააკაშვილზე: იგი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ ამ კამპანიას, თუმცა ელოდება როგორი გაგრძელება ექნება