გვარამია სააკაშვილზე: იგი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ ამ კამპანიას, თუმცა ელოდება როგორი გაგრძელება ექნება

იგი მიესალმება რეკონსილიაციის პროცესს, იგი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ ამ კამპანიას, თუმცა ელოდება როგორი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს – განაცხადა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მესამე პრეზიდენტი უფლებადამცველმა დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.

“ასევე იგი მიესალმება იმას, რომ პირველად ხელისუფლების მხრიდან აღიარებულ იქნა უმძიმესი კრიზისი ქვეყანაში ყველა მიმართულებით, მაგრამ რეკონსილიაციის პარალელურად, იგი მიიჩნევს რომ მნიშვნელოვანია ხალხმრავალი მშვიდობიანი პროტესტი. ამიტომ, ის თვლის რომ 21-ში ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი შეიკრიბოს და მშვიდობიანად დააფიქსიროს საკუთარი მოთხოვნები. ის ამას მიიჩნევს სავსებით თავსებადად რეკონსილიაციის პროცესთან და პირიქით, თვლის, რომ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს რეკონსილიაციის პროცესს და სწორ გადაწყვეტილებას საზოგადოების შერიგების თვალსაზრისით” განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: თუ აშკარაა ან არ არსებობს არანაირი წინაპირობა და პირიქით ყველანაირი ნიშანია იმისა, რომ შეიძლება სიმულაცია ან დეკორაცია იყოს, მაშინ ასეთ პროცესში მონაწილეობა პირიქით გაშორებს ამოცანა
შემდეგი სტატიაALDE ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი