ბოკერია: პუტინის სამიზნე არის ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოებრიობა მის საზღვრებთან და ცივი ომის შემდეგ დამყარებული წესრიგის შეცვლა, რათა აღადგინოს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენა

„ქართული ოცნების“ რიტორიკა ისევე როგორც მათ მიღმა მთელ მსოფლიოში რუსული ნარატივის გამტარებლების სამარცხვინო სისულელე და ბოდვა იყო ყოველთვის, მაგრამ ბუნებრივია უკრაინის სამწუხარო მოვლენებმა 2014-შიც და ახლაც განსაკუთრებით კიდევ უფრო აბსურდული და უტიფარი გახადა ნებისმიერი ადამიანის მტკიცება, რომ რაიმე ფორმით საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ან რომელიმე მანამდელი ხელისუფლების ქმედებები, ან უკრაინის დღევანდელი თუ წინა ხელისუფლების ქმედებების ბრალეულობა არსებობს ამ ყველაფერში. ეს არის სწორედ ის, რაც პუტინს უნდოდა, ოღონდ მისი პროპაგანდირებაც რთულდება. უფრო ფართო ხდება მაგალითებია იმისა, რომ პუტინის სამიზნე არის ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოებრიობა მის საზღვრებთან, იმიტომ რომ ეს არის ნაწილი მისი მცდელობისა, რომ ცივი ომის შემდეგ დამყარებული წესრიგი შეცვალოს და აღადგინოს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენა, რაც ავტომატურად გულისხმობს რომ ნებისმიერ წარმატებულ სახელმწიფროობას დაუპირისპირდეს, სადაც საჭიროა სამხედრო აგრესიით და სადაც საჭიროა ჰიბრიდული მეთოდებით. ამიტომ ჩვენთვის კატასტროფაა ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აქამდეც ცდილობდა და ალბათ ახლაც სხვადასხვა ფორმით მაინც უტიფრად შეეცდება ამ ხაზის გატარებას, რომ საქართველოს ან ნებისმიერი მისი ხელისუფლების ბრალია ნაწილობრივ მაინც ის, რომ პუტინის რუსეთი იჩენს აგრესიას, რომ იყო მსხვერპლი და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები.

სხვათაშორის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ჩვენთვის ცნობილი იყო 2008 წელსვე, როგორი იყო პუტინის პროპაგანდის მანქანის დავალება მათზე მომუშავე, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე მათზე მომუშავე სპიკერების მიმართ, პირდაპირ თუ ირიბი დავალება, დავალება იმაში კი არ იყო, რომ პუტინის რუსეთი მაინც და მაინც კარგად გამოეჩინათ, უნდა გამოეჩინათ რომ ყველა მხარეს მიქარული აქვს, ისიც დამნაშავეა, ესეც დამნაშავეა, ერთი პოლიტიკური ჭაობი და წუმპეა ყველაფერი და თუ ყველაფერი ერთი ჭაობია, მაშინ ბარემ ვისაც ძალა აქვს იმას გავუგოროთ. ეს იყო სტრატეგია და თანაც ლოგიკური. ეს არ იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც ცდილობდა რომ კომუნიზმის იდეა წარმოეჩინა კარგად, არა, პუტინის პროპაგანდა არის ცინიკური, რომ მე და შენ ერთნაირები ვართ, ჩვენ შორის დიდი განსხვავება არ არის. „ქართული ოცნებაც“ ზუსტად ამას აკეთებს და კატასტროფაა ის, რომ საკუთარ ქვეყანას უკეთებს ამას.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ „ქართული ოცნების’ მსგავს წარმონაქმნს ობიექტური ფაქტები ან გარემოებები შეუცვლის აზრს. იმიტომ რომ აპრიორი ამოცანა აქვთ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება და მსოფლმხედველობით იმათ მხარეს არიან, რეალურად, გულწრფელად იმათიანები არიან, არა ჩვენიანები, ამიტომ მანდ ილუზია არ უნდა გვქონდეს. ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ პრორუსული ეკოსისტემის, რომლის ნაწილიცაა „ქართული ოცნებაც“, დისკრედიტაცია ყველა ნორმალური ადამიანის თვალში და ეს სერიოზული ამოცანაა, იმიტომ რომ ზოგადად ომის შიში ძალიან ბუნებრივი შიშია ნორმალური ადამიანისთვის, სწორედ ამაზე ახდენდა ეს პროპაგანდა კაპიტალიზაციას, დანარჩენი მერე ტყუილები და ყველაფერი ამის შეკმაზვა. ამიტომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველა ადამიანს, რომ უტიფრად, უსინდისოდ ატყუებენ ყველანი, ვინც ეუბნებიან რომ პრაგმატულად უნდა ჩავწვეთ რომ გადავრჩეთ. რეალურად პირიქითაა ყველაფერი, იმის გარდა რომ მორალურად სირცხვილია, პრაგმატულადაც პირიქითაა ყველაფერი. ეს ხელისუფლება, ივანიშვილი და მისი გარემოცვა გვიმცირებს და იმედი მაქვს რომ ბოლომდე არ გვისპობს შანსებს, რომ როცა რუსეთი დასუსტდება, რაც აუცილებლად მოხდება, ჩვენ ვერ ვიყოთ ფორმაში რომ გავაღწიოთ ამ ჭაობიდან ან კიდე უარესი, სანამ ის დასუსტდება მანამდე ისეთი დარტყმები მოგვაყენოს, რომლიდანაც ფეხზე წამოდგომა იქნება ძალიან რთული, რაც ერთხელ უკვე მოგვივიდა 90იან წლებში.“ – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიპესკოვის თქმით, მინსკის შეთანხმება დღის წესრიგში აღარ დგას
შემდეგი სტატიაევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ