პესკოვის თქმით, მინსკის შეთანხმება დღის წესრიგში აღარ დგას

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი პრიორიტეტული ხდება, ხოლო მინსკის შეთანხმების აღსრულება დღის წესრიგში აღარ დგას.

როგორც პესკოვმა თქვა, ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვა დღის წესრიგის კონკრეტულ წინადადებებზე იქნება დამოკიდებული.

“დიახ, ეს ნამდვილად ასეა”, – უპასუხა პესკოვმა კითხვას იმის შესახებ, მინსკის შეთანხმების თემა დღის წესრიგში აღარ დგას.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ რუსეთი ღიაა დიპლომატიური ურთიერთობებისთვის და დაინტერესებულია ამაში.

banner
წინა სტატიაშიკულება Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერებაზე: პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი
შემდეგი სტატიაბოკერია: პუტინის სამიზნე არის ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოებრიობა მის საზღვრებთან და ცივი ომის შემდეგ დამყარებული წესრიგის შეცვლა, რათა აღადგინოს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენა