ბოკერია: პრინციპულად დაუშვებელია კომპრომისი და მარიონეტული ხელისუფლების რაიმე სახით ჩართვა ე.წ საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაში

პრინციპულად დაუშვებელია კომპრომისი და მარიონეტული ხელისუფლების რაიმე სახით ჩართვა საოკუპაციო ხაზის ე.წ დელიმიტაციაში, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ რუსული მხარის შეთავაზება, “დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით”.

ბოკერიას თქმით, არავინ არ უნდა მოტყუვდეს, რომ ამის შედეგად რაიმენაირად აგრესიას შეაჩერებენ.

„რუსეთის ფედერაციას პერიოდულად ყოველთვის ჰქონდა ხოლმე მცდელობა, ოკუპაციის ამ ტიპის მცდელობებით მარიონეტული ხელისუფლებების ლეგიტიმაცია მოეხდინა. რა თქმა უნდა, ამ ტიპის დისკუსიაში შესვლაც კი არც ერთი ფორმით არ არის დასაშვები ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ჯერ ერთი არავინ არ უნდა მოტყუვდეს, რომ ამის შედეგად რამენაირად შეაჩერებენ აგრესიას, პირიქით, გაიმტკიცებენ მდგომარეობას დიპლომატიურად, კიდევ უფრო დიდ პრობლემას შეუქმნიან ჩვენს ქვეყანას ფიზიკურად და ამასთან ერთად, პოლიტიკურად. პრინციპულად დაუშვებელია კომპრომისი და მარიონეტული ხელისუფლების რაიმე სახით ჩართვა ე.წ საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაში“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიცოცხები გორის გზაზეც დაყარეს
შემდეგი სტატიაბასილაია: ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამას მტკიცებაც არ სჭირდება