ბასილაია: ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამას მტკიცებაც არ სჭირდება

“ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამას მტკიცებაც არ სჭირდება. პრემიერ-მინისტრი იმუქრება, რომ თუ აქტიურობას არ შეწყვეტს, საქმეებს დავუმატებთო. იმუქრებოდა, რომ შეეძლო საქართველოდან წასულიყო და არ დავაკავებდითო, სამართლებრივ პროცედურებზე საუბარი არ არის. ყველა ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესებს არ ატარებენ, არჩევნების მეორე ტურამდე არ უნდათ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე პირდაპირ წარდგენა. აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხის ვალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიხსნას ამ პოლიტიკური ტყვეობიდან, მოუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ აქვს კონკრეტულ ადამიანს სიმპათია. დღეს არ არის პარტიული ღონისძიება, ყველას კარგად გვესმის, რომ ხელისუფლება გასულია სამართლებრივი სივრციდან და მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პრორუსული ხელისუფლების, საქართველოში მყოფი ხელისუფლების ტყვეობაში. ყველა ქართველის ვალია მიხეილ სააკაშვილი ამ ტყვეობიდან დავიხსნათ. სამწუხაროდ, მართლმსაჯულების პროცედურებით ამის განხორციელება დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. მხოლოდ ხალხის ნება იქნება იმის განმაპირობებელი, რომ ხელისუფლებას გაუჩნდება პოლიტიკური გადაწყვეტილების ნება, რომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი”,-ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: პრინციპულად დაუშვებელია კომპრომისი და მარიონეტული ხელისუფლების რაიმე სახით ჩართვა ე.წ საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაში
შემდეგი სტატია“სააკაშვილთან დაკავშირებით მეუფეების განცხადება საპატრიარქოს პოზიცია არ არის”