ბოკერია: პარლამენტში ცალკეული დეპუტატების შესვლა არ არის კრიზისის განმუხტვა

“პარლამენტში ცალკეული დეპუტატების შესვლა რაღაც რაოდენობის არ არის კრიზისის განმუხტვა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ “TV ფორმულას” ეთერში განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ბოიკოტი შედეგი იყო და არა მიზეზი კრიზისის.

“მყარი პოზიციის შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლო, ყველას ერთად, მიგვეღწია არსებითად უკეთესი შედეგისთვის. ჩვენ ხომ უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტში ცალკეული დეპუტატების შესვლა რაღაც რაოდენობის არ არის კრიზისის განმუხტვა, ბოიკოტი ხომ შედეგი იყო და არა მიზეზი კრიზისის.

მიზეზი არის ღრმა უნდობლობა გამოწვეული ლეგიტიმური დანახვით უმძიმესი პრობლემების ქვეყანაში, რაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს ყველა ინსტიტუტის მიმართ, საარჩევნო პროცესის მიმართ, რაც ყველაზე სახიფათოა”, – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ორბელიანების სასახლესთან აქციას მართავენ და მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიატესლას მანქანა ავარიაში მოყვა და ორი მგზავრი დაიღუპა