„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ორბელიანების სასახლესთან აქციას მართავენ და მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას აპროტესტებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ორბელიანების სასახლესთან აქციას მართავენ. ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლების თქმით, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერას არ ეთანხმებიან.

მათი შეფასებით, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, უღალატეს საზოგადოების ნებას.

„წაგიკითხავთ ჩვენს განცხადებას, აქ ყველაფერი ძალიან მარტივად წერია იმასთან დაკავშირებით რა „ფარსიც“ ახლა შიგნით ხდება. ესაა სამარცხვინო ფაქტი, ქართველი ხალხი ამ დოკუმენტს მხარს არ უჭერს, რადგან მას არჩევნები გაუყალბეს. წავიკითხავ განცხადებას: ,,ჩვენ სწორად უნდა დავიცვათ დასავლური დემოკრატია საქართველოში, რაც გამორიცხავს გაყალბებულ არჩევნებზე შეგუებას. ამას ვერ შევეგუებით, რადგან ყველა ევროპულ სტანდარტს დავარღვევთ. ვადამდელი არჩევნების გარეშე ყველა დოკუმენტი ეწინააღმდეგება სწორედ ევროატლანტიკურ ღირსებებს. თუ ეს პოლიტიკური კლასი ვერ პასუხობს ქართველი ხალხის ნებას, ეს კლასი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მათ ხალხი გადააგდეს, რადგან დაპირდნენ, თუ გაგვიყალბებენ არჩევნებს, ვადამდელ არჩევნებს მოვიპოვებთო“.

ეს პოლიტიკოსები, რომლებიც შიგნით არიან, ახლა ღალატობენ ქართველ ხალხს, რომლებიც ამის ღირსი არ არიან. 15 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრი ვიქნებით, რომლებიც როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც შიგნით არიან და ქართველი ხალხის ღალატს ხელი მოაწერეს, დავასრულებთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: ხელოვნური კრიზისი დასრულებულია, ეს საქართველოს გამარჯვებაა
შემდეგი სტატიაბოკერია: პარლამენტში ცალკეული დეპუტატების შესვლა არ არის კრიზისის განმუხტვა