ბოკერია: ნიშამწყალსაც ვერ ვხედავ, რომ ოპონენტების დევნა შეწყდა

“სხვა ქვეყნების ისტორიაში ყოფილა მომენტები, როდესაც პოლიტიკურად და მორალურად სერიოზული კომპრომისების შემცველი ამნისტიები მიუღიათ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“სხვა ქვეყნების ისტორიაში ყოფილა მომენტები, როდესაც პოლიტიკურად და მორალურად სერიოზული კომპრომისების შემცველი ამნისტიები მიუღიათ. ბევრი მაგალითია ამის. უტრირებას ვახდენ და არ ვადარებ საქართველოს ვითარებას – ჩრდილოეთ ირლანდიაში ორმხრივი სისხლისღვრის და ტერორისტული აქტების შემდეგ შედგა შეთანხმება.

ოღონდ როდესაც ასეთ შეთანხმებაზე მიდიხარ, ეს უნდა იყოს ახალი ეტაპის დასაწყისი ქვეყნის ცხოვრებაში. რა გნაცხადებებიც გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა შეთანხმების გაფორმებისას და დღეს ან იგივე მელიას ამბავზე, ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ, რომ აპირებენ ქვეყანამ სხვანაირად გააგრძელოს ცხოვრება და პოლიტიკურმა ოპონენტებმა. პირიქით, თქვეს, რომ ყველა სხვა საკითხზე დევნა გაგრძელდებაო. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიISFED სანქციების გამკაცრებაზე: ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული
შემდეგი სტატიასტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა