სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოადოება (ISFED) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრებულ ნორმებს გამოეხმაურა.
“აღსანიშნავია, რომ ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. რაციონალური დასაბუთების გარეშე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით წარიმართა, მათ შორის ღამის საათებში, მაშინ როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს, რაც საკითხის განხილვაში საზოგადოების ფართო ჩართულობას და ინკლუზიურობას გამორიცხავდა”. – წერია განცხადებაში
ორგანიზაციის თქმით, საჭიროა მესამე სექტორის ჩართულობით მოცემული განხრით მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდეს, რაც ადამიანების უფლებების სრულყოფილად დაცვის გარანტია იქნება.
“საჭიროა, გამჭირვალე რეფორმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული საზოგადოების ჩართულობით, გახორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა ამ სფეროში, რომელიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვისა და ადმინისტრაციული გადაცდომის სფეროში თანამედროვე ადმინისტრაციული პრაქტიკის დამკვიდრების ინტერესებს”. – წერია განცხადებაში
დღეს, 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.