ბოკერია კობახიძეზე: ივანიშვილს მორიგ ჯერზე უმტყუნა ნერვებმა

ევროპულ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობაიხიძის ბრიფინგს ეხმაურება. ბოკერიას შეფასებით, “ოცნებას” ავტორიტარული რეჟიმის დამყარება სურს და ბიძინა ივანიშვილს “მორიგ ჯერზე უმტყუნა ნერვებმა.”

“ჩვენ ვუსმინეთ ივანიშვილის ამ მომენტისთვის მთავარ პოლიტიკურ კლოუნს, ბატონ კობახიძეს. შეფასება, რომელიც მე და ბევრ ჩემს კოლეგას პირველად მოგვდის თავში, არის, რომ პერსონალურად ივანიშვილს მორიგ ჯერზე უმყუნა ნერვებმა. ამის შედეგია ეს გულწრფელი განცხადებები, რაც მოისმინეთ კობახიძისგან. პირდაპირ ითქვა, რომ სურთ პოლიტიკური ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, ბოლომდე გასვლა. ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ღიად მაინც ერიდება ხოლმე თქმას.

რეჟიმი, სადაც მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, იმ პარტიას, რომელმაც ამ რეჟიმის ცესკოს მანიპულირებული ციფრებითაც კი მიიღო 27%, უუქმებენ რეგისტრაციას, არის პუტინის რუსეთის მართვის მოდელი. სწორედ პუტინის რუსეთში არის ეს მეთოდი – რეგისტრაციიდან მოხსნა”. – ამბობს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: კობახიძის დღევანდელი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებები ჩაშალა
შემდეგი სტატიაგადაწყვეტილებას მივიღებთ დამოუკიდებლად-ვაშაძე