ბოკერია – ეს დღე გვახსენებს თუ რამხელა ვალდებულება გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება

ჩვენი ვალია, რომ არასდროს დავთმოთ ის, რასაც ამდენი თაობა და ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან განაცხადა.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ დღეს ჩვენმა მტერმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს. დღეს პუტინის რუსეთის და მაშინ ელცინის რუსეთის ამოცანა, მათ შორის დიდი განსხვავება არ არის, იყო მთელი საქართველოს თავისუფლების დამხობა. ამიტომ ამ ადამიანებმა, ვინც თავის სიცოცხლე შესწირა აფხაზეთის ომს 90-იანებში, გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მათ ჩვენ დაგვიტოვეს შესაძლებლობა, რომ ბოლომდე გავაღწიოთ იმ ჭაობიდან, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვახვევს თავს. ჩვენი ვალია, რომ არასდროს არ დავთმოთ ის, რასაც ამდენი თაობა და ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის შიგნით”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე ირაკლი ტორუა გათავისუფლებულია
შემდეგი სტატიაგომელაური ფარულ ჩანაწერებზე – რამე მოხდა?! დავაშავეთ რამე?!