ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე ირაკლი ტორუა გათავისუფლებულია

ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე ირაკლი ტორუა, რომელიც სამართალდამცავებმა გმირთა მემორიალთან დააკავეს, გათავისუფლებულია. როგორც ირაკლი ტორუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიციამ ის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა, თუმცა, მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მისი თქმით, მათი მოთხოვნაა, შემუშავდეს ოკუოირებული ტერიტორიების დაბრუნების სტრატეგიული გეგმა, ყველა დევნილს დაურეგისტრირდეს თავის უძრავი ქონება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 45- ლარიანი დახმარება გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს, ვეტერანების დახმარება კი 22 ლარის ნაცვლად, არანაკლებ 200 ლარამდე გაიზარდოს.

„მთავრობამ უნდა გაიგოს ჩვენი ხმა და მიხვდეს, რომ ჩვენი ხმის ჩახშობას აზრი არ აქვს. დღეს შეიძლება 100 ვართ, ხვალ მეტი ვიქნებით, “- განაცხადა ტორუამ.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაბოკერია – ეს დღე გვახსენებს თუ რამხელა ვალდებულება გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება