ბოკერია – ერთია შეცდომა და მეორეა, როცა ხელისუფლებას ამ შეცდომის გამოყენება მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურების გამო სურს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება დამახასითებელია იმ ტიპის ავტორიტარული რეჟიმებისათვის, როდესაც ცდილობენ, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისათვის ყველანაირი ვითარება გამოიყენონ.

„ეს არის დამახასიათებელი ყველა ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმისათვის, რომ ყველა ვითარების გამოყენებას ცდილობ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისათვის, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, როგორიც „სამართლიანი არჩევნებია“. როგორი შეცდომაც არ უნდა მოსვლოდათ, ეს რეაქცია თვითონ მეტყველებს, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. ერთია შეცდომა და მეორეა, როცა არის ხელისუფლება, რომელსაც ამ შეცდომის გამოყენება უნდა რეალურად, მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისათვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბირბიჩაძე: „2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელებისკენაა მიმართული“
შემდეგი სტატიარევაზ სოხაძე:“სამი წლის განმავლობაში უფრო მეტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის მიერ, ვიდრე ამის მოლოდინი შეიძლებოდა ვინმეს ჰქონოდა“