ბოჭორიშვილის კლინიკაში სამი ინფიცირებული შიყვნეს აქედან ორი ბავშვია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 69 პაციენტია მოთავსებული.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, 1 პაციენტი რეანიმაციაში რჩება, დანარჩენების მდგომარეობა კი, სტაბილურია.

მისივე თქმით, კლინიკას დაემატა 3 ახალი პაციენტი, მათგან 2 ბავშვია.

„დილის მდგომარეობით, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 84 პაციენტი, აქედან 69-ს აქვს დადასტურებული კოვიდ-19. 19 არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი. გუშინ დაგვემატა სამი პაციენტი. აქედან ორი ბავშვია, რომელიც გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან და ერთი მოზრდილი. სამივეს მდგომაროება არის საშუალო სიმძიმის. სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. გარდა ამისა, 1 პაციენტი რჩება რეანიმაციაში, 10 არის საყურადღებო“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთიდან სამშობლოში 185 თანამემამულე დაბრუნდა
შემდეგი სტატიაოპოზიცია ყალბ ანგარიშებზე: დამატებით კითხვებს აჩენს და ამას სჭირდება გამოძიება