ოპოზიცია ყალბ ანგარიშებზე: დამატებით კითხვებს აჩენს და ამას სჭირდება გამოძიება

მმართველი გუნდის ოპონენეტებისთვის საარჩევნოდ არაავთენტური ანგარიშების გააქტიურება მოსალოდნელი იყო. ოპოზიცია ხელისუფლებას პანდემიის პირობებში ყალბ ანგარიშებზე ფულის ხარჯვის გამო აკრიტიკებს. “ნაციონალური მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ ყალბი ანგარიშების წაშლა სწორი პრაქტიკაა.

“აქ თითოეული ყალბი გვერდის უკან ბევრი დასაქამებული და ანაზრაურებადი ადამიანი დგას, რომელსაც “ოცნება” ხლეფასს უხდის. გაჭირვებულს კი არ ეხმარება, არამედ ამ ადამიანებს ასაქმებს, რათა შავი თეთრად წარმოაჩინოს და პირიქით. რაც არ უნდს ყანდიაშვილმა ფული გამოართვას ივანიშვილს და მოწამლოს საინფორმაციო სირვცე, ატმოსფერო, საბოლოოდ შედეგს მაინც ვერ მიაღწევს”,-აცხადებს ნიკა მელია.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ყალბი ანგარიშების დაფინანსება, ბიუჯეტის ფლანგვაა, რაც შესაბამისმა ორგანოებმა ეს უნდა გამოიძიონ.

“გარკვეულწილად მაინც გასაკვირია, როცა პანდემიის დროსაც კი ხელისუფლება აგრძელებს ასეთი ტიპის საქმიანობას და გარკვეული ტიპის რესურსის დახარჯვას. მეორე მხრივ ბუნებრივია, რომ მას მოსახლეობასთან ურთიერთობის სხვა გზა არ დარჩენია. ამასთან, საბიუჯეტო რესურსის დახარვა ამაზე, მაინც დამატებით კითხვებს აჩენს და ამას სჭირდება გამოძიება”,-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი კი ფეისბუქის მიერ პირველ ჯერზე გაუქმებული ყალბი ანგარიშების ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ არაა გასაკვირი ხელისუფლებამ ეს კიდევ არაერთხელ გააკეთოს.

“კოკა ყანდიაშვილს და ვიღაც სისაძალგეების გამავრცელებ ტროლების ქარხნებს აფინანსებს. წარმოგიდგენიათ?! ანუ ხალხი როგორ კიდიათ ფეხზე, როცა “ოცნება” ხარ და კიდევ ყანდიაშვილს ახარჯავ ფულს ამ კრიზისის პერიოდში. პირდაპირ უკავშირდება ეს და გვითრეს კიდეც, რომ “ოცნების” ოფისიდან ხდებოდა მართვა პირველ ჯერზეც და ახლაც იგივეა”,- განმარტავს ალეკო ელისაშილი.

შეგახსენებთ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად გაუქმებულიადისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის მიზნით მოქმედი ქსელების პლატფორმები.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილის კლინიკაში სამი ინფიცირებული შიყვნეს აქედან ორი ბავშვია
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ორი ბოლნისს, ორი ზუგდიდს უკავშირდება, ხოლო კიდევ ორი საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი პაციენტები არიან