ბობოხიძე: ივანიშვილის დამარცხება იქნება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტის საფუძველი

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იქნება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და ზოგადად პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საფუძველი, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია და ეს ცრუ მოლოდინია.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური ინსტრუმენტია საჭირო, მათ შორის ბუნებრივია მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სახალხო პროტესტებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი აზრით, შექმნილია ცრუ მოლოდინი, რომ ერთი მიტინგით დაიწყება და დასრულდება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირიქით, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იქნება საფუძველი კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და ზოგადად პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად ამ ქვეყანაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკურ ღონისძიებაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დაწყებაზეც, მიმდინარეობაზეც და შედეგზეც “ნაციონალურმა მოძრაობამ”, აქედან გამომდინარე “ევროპული საქართველო” არ და ვერ იქნება ორგანიზატორებთა შორის“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ოქტომბრისთვის – დოლარი – 3.1300 ლარი, ევრო – 3.6192 ლარი, ფუნტი – 4.2640 ლარი
შემდეგი სტატია“არავის დაუმალავს, რომ ადგილებზე (თვითმმართველობებში) ადამიანები ორიენტირებულნი იყვნენ არა დესტრუქციაზე”