ბლიცკრიგი, რომელსაც დასავლეთი იმედოვნებდა, არ შედგა – პუტინი სანქციებზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბლიცკრიგი, რომელსაც დასავლეთი იმედოვნებდა, არ შედგა. ამის შესახებ პუტინმა ბელორუსის არაღიარებულ პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ ისაუბრა.
„ბლიცკრიგი, რომელსაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები იმედოვნებდნენ, არ შედგა“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით საღი აზროვნება უნდა ჭარბობდეს. მან, ასევე, დასძინა, – „ვინც სანქციებს აწესებს, უნდა მიიღონ დაბალანსებული გადაწყვეტილებები“.

როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა მყარად დგას ფეხზე.

banner
წინა სტატიაშითბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
შემდეგი სტატიარუსეთის განცხადებით, მისი მიზანი „დონბასში ადამიანების დაცვაა“ – რისგან იცავთ მათ? სიცოცხლისგან? – პოდოლიაკი