ბიზნესმენის შვილის გატაცება – სასამართლომ გიორგი დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულ 5 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ბიზნესმენის შვილის გატაცება – საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარემ სასამართლოს მათი პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა.

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცების ბრალდებით სამართალდამცავებმა თბილისსა და წყალტუბოში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 10 პირი დააკავეს.

ათიდან 3 დაკავებული, მათ შორის, ერთი ქალი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გუშინ გაათავისუფლეს.

ამ დრომდე უცნობია, წარუდგინეს თუ არა კიდევ ორ პირს ბრალი.

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, 2 დღის წინ, აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი, გიორგი დეკანოიძე, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და გამოსასყიდის სახით 3 მილიონი ლარი მოითხოვეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით ,,გირჩის” ლიდერები საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა „გირჩის“ წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე და კიდევ ორი მხარდამჭერი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს