შსს-ს ინფორმაციით ,,გირჩის” ლიდერები საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, პოლიციამ „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, – ამის შესახებ “თაიმერს”  სამინისტროში განუცხადეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში. აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ „გირჩი“ „დედაენის ბაღში“ მარიხუანას ფესტივალის გამართვას დღეს გეგმავს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

banner
წინა სტატიაში„გირჩის“ ლიდერები – ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, სამართალდამცავებმა “დედაენის” ბაღთან დააკავეს
შემდეგი სტატიაბიზნესმენის შვილის გატაცება – სასამართლომ გიორგი დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულ 5 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა