ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობა სავაჭრო ობიექტების სამუშაო საათებისა და დღეების შეზღუდვის საკითხზე მსჯელობს

სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ დირექტორი ზურაბ შავლაყაძე მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო მოსალოდნელ რეგულაციებზე.

ზურაბ შავლაყაძის განმარტებით, განიხილება სამუშაო საათებთან და დღეებთან დაკავშირებული შეზღუდვები, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„შეიძლება, შეიზღუდოს სამუშაო საათები, შეიზღუდოს სამუშაო დღეები. მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. როგორც ვიცი, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს ბაზრობების წარმოამდგენლებთან“, – განაცხადა „ქარვასლას“ დირექტორმა.

ამასთან, „ისი-პარის“ გენერალური დირექტორის მაია პაპალაშვილის თქმით, იგეგმება შეზღუდვების გამკაცრება, თუმცა სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდება.

„იგეგმება ახალი შეღუდვები, გამკაცრება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სრული ლოკდაუნი არ იქნება. ვფიქრობთ, ერთად რაღაც კონსესუსამდე მივალთ და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ არც ეპიდემიის ასეთი სისწარფით გავრცელება იყოს და ბიზნესიც ასე თუ ისე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. დაკეტვაზე არანაირი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ხვდებიან აბსოლუტურად ყველა სექტორს და უნდათ, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება , რომელიც ეპიდემიასაც შეაჩერებს და ბიზნესიც არ დაიჩაგრება.

საუბარია როგორც საათობრივ შეზღუდვებზე, ასევე დღეების. განხილვაა ჯერჯერობით. არაფრის გადაწყვეტილება არ არის მიღებული. უბრალოდ აინტერესებდათ ჩვენ როგორ ვუყურებთ გინდათ, საათობრივ შეზღუდვას, გნებავთ დღეების შეზღუდვას. გადაწყვეტილების მიღების თარიღიც არავის დაუსახელებია“, – განაცხადა „ისი-პარის“ გენერალურმა დირექტორმა.

ავტორი – თათია ტაბეშაძე

banner
წინა სტატიაში“გარკვეულ შეზღუდვებზე გვიწევს ფიქრი, მაგრამ არ გვინდა ამ გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე”
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი – არანაირ პოლიტიკურ აზრს არ ვდებ ამაში, მაგრამ ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია