“გარკვეულ შეზღუდვებზე გვიწევს ფიქრი, მაგრამ არ გვინდა ამ გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე”

region
ავტ.: region ნოემბერი 23, 2020 16:53

“გარკვეულ შეზღუდვებზე გვიწევს ფიქრი, მაგრამ არ გვინდა ამ გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე”

ნათია თურნავას თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე მთავრობა გარკვეულ შეზღუდვებზე ფიქრობს და გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესთან ხდება კონსულტაცია.

„ესაა ის ინდუსტრია, სადაც მთელს მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ადამიანების ყველაზე დიდი მობილობაა და აქედან გამომდინარე, როდესაც გვაქვს მეორე ტალღა, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, გარკვეულ შეზღუდვებზე გვიწევს ფიქრი, მაგრამ არ გვინდა ამ გადაწყვეტილების მიღება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ისიც გვესმის, რომ დიდი დარტყმის ქვეშ არიან პანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე. მაგრამ ვთანხმდებით, რომ პანდემია გაცილებით მეტ ზიანს აყენებს ამ ბიზნესებს, რადგან ადამიანები ერიდებიან რესტორანში მისვლას, სავაჭრო ქსელში ზედმეტად მისვლას, ამიტომ ყველა ვთანხმდებით, რომ ყველა ზომა უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს ტენდენცია გადავტეხოთ ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე ვეძებთ და აუცილებლად ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ნაკლებად დააზიანებს ამ დარგებს. ვმსჯელობთ რითი დავეხმაროთ“,-განაცხადა ნათია თურნავამ.

region
ავტ.: region ნოემბერი 23, 2020 16:53