„ბიუჯეტის კორექტირება განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავატარებთ რეფორმებს,”

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა განცხადებები გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბიუჯეტის კორექტირება მოხდეს, მაგრამ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში განხორციელდება საგადასახდო რეფორმა, რომელიც არის მოგების გადასახადის გაუქმება ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით.

კონკრეტულად ხარჯების შემცირება რამდენით მოხდება, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

„ბიუჯეტის კორექტირება განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავატარებთ რეფორმებს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება და მოგახსენებთ, მრომ აღნიშნულ რეფორმებზე თვითონ ბიუჯეტის კორექტირების პროპორციებზე, ან ნებისმიერ სხვა ცვლილებაზე, მიმაჩნია და ვთვლი, რომ სწორია, უნდა გააკეთოს ბატონმა პრემიერმა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი რეფორმაა, რომელმაც ქვეყანა ძალიან წინ უნდა წასწიოს,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საკითხზე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმაც.

„მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები განვახორციელოთ. თებერვლის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ კანონპროექტი წარედგინება საქართველოს მთავრობას და შემდეგ საქართველოს პარლამენტს. ამის შესაბამისად, შემდეგ მოხდება ბიუჯეტის გადახედვა, თუმცა დღეს საუბარი მოცულობებზე ნაადრევია, ვინაიდან ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დიზაინის იქნება საბოლოო ჯამში ახალი საგადასახდო კანონმდებლობა საქართველოში და როდიდან შევა ის ძალაში,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მერია პრეპარატ “ჰერცეპტინს” დაუფინანსებს
შემდეგი სტატია“რუსეთის ფედერაცია იმედგაცრუებულია საერთაშორისო სასამართლოს ქმედებებით”