ბირთვული დაპირისპირების რისკი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალია – რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ ბირთვული დაპირისპირების რისკი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალია.

აღნიშნულის შესახებ რიაბკოვმა განაცხადა დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას, რომლის სახელწოდებაა „მსოფლიო სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების გარეშე: რა არის შემდეგ?“.

რიაბკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამო მოსკოვი ვაშინგტონთან ფაქტობრივად ღია კონფლიქტის პირობებში იმყოფება და რუსეთის მიმართ აშშ-ის მტრული კურსი გააკრიტიკა.

ღონისძიებაზე გამოსვლისას რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების აღდგენაზე საუბარიც არ არის.

„მე არ ვისურვებდი დღეს, ჩავუღრმავდე დისკუსიას, მაღალია თუ არა ბირთვული კონფლიქტის რისკი, თუმცა ის იმაზე მაღალია, ვიდრე ბოლო ათწლეულებში ყოფილა“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

banner
წინა სტატიაშიციხეში რომ გადაიყვანონ, 2-3 დღეში მიშას სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – დღეს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის; ამ სტრატეგიის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ადასტურებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი სახელმწიფოს ერთგულებას