ბინ ლადენის შვილის ქორწილის ვიდეოს გრიფი “საიდუმლო” მოეხსნა (ვიდეო)

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ ოსამა ბინ ლადენზე მოპოვებულ ვიდეომასალათა შორის არის ტერორისტული დაჯგუფების ლიკვიდირებული ლიდერის შვილის ქორწილის ამსახველი კადრები. ვიდეოს ცოტა ხნის წინ მოეხსნა გრიფი “საიდუმლო”. ამის შესახებ იუწყება BBC.
ვარაუდობენ, რომ ჰამზა იყო ოსამა ბინ ლადენის ყველაზე საყვარელი შვილი. ანალიზით დგინდება, რომ კადრები ირანშია გადაღებული. მასზე თავად ნომერ პირველი ტერორისტი არ ფიგურირებს, თუმცა ქორწილის ერთ-ერთი მონაწილე კადრში ამბობს, რომ “სასიძოს მამა, მოჯახედების პრინცი, მოხარულია მისი შვილის ქორწინებით და ეს სიხარული ყველა მოჯახედზე ვრცელდება”. კერძოდ, კადრში ჩნდება მოჰამედ ისლამბული, რომელიც არის 1981 წელს ეგვიპტის ლიდერის ანვარ სადათის მკვლელის ძმა.

https://youtu.be/PVASka-l7J8

https://youtu.be/2-Heipuwgkk

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია თბილისში