სპეცოპერაცია თბილისში

თბილისის შემოსასვლელთან სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო პოლიცია, ხოლო მიმდებარე ტერიტორია პოლიციის ლენტით არის შემოსაზღრული. მერსედესის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას კრიმინალურმა პოლიციამ საბრძოლო მასალა ამოიღო. სპეცოპერაციის დროს 30 წლამდე კაცი დააკავეს, რომელსაც ავტომობილით ე.წ “აბრეზი”, F1 ტიპის ხელყუმბარა, დანა და რამდენიმე ვაზნა გადაჰქონდა.

 

banner
წინა სტატიაშიბინ ლადენის შვილის ქორწილის ვიდეოს გრიფი “საიდუმლო” მოეხსნა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაუკრაინაში უკანასკნელ გზაზე გააცილეს ქართველი მეომარი