ნანუკა ჟორჟოლიანი: ბიძინა უბრალოდ მის ფულს იბრუნებს

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს“რუსთავი 2-ის გაყიდვაზე საუბარი 2003 წლამდე დაწყებულა. ეროსი იყო ის მოწილე, რომელიც გაყიდვის წინააღმდეგი ყოფილა. მისთვის ეს ტელევიზია ბიზნესის გარდა, ძალაუფლებისთვის საჭირო იარაღი იყო. მას, მაშინ, ძალაუფლება ურჩევნოდა.
ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე, ირაკლი ოქრუაშვილმა კავკასუს ონლაინის წილი გადაუფორმა დავით დვალს. ბეს სახით. მოგვიანებით კი, უკვე რევოლუციის შემდეგ, ჯემალ ინაიშვილის შუამავლობით, მოლაპარაკება აწარმოა მათთან და პავლოვზე მდებარე , თამაზ ნიჟარაძის ოფისში გააგზავნა მილიონ ორასი ათასი დოლარი. დვალის და აქიმიძის წილის საყიდლად.
ანუ, ოქრუაშვილმა 66% იყიდა და ნიჟარაძის ცოლისძმაზე პაატარა ქარსანიძეზე გააფორმა. მოგვიანებით კი, ქიბარ ხალვაშზე, როგორც მისთვის სანდო და ჯიბის ბიზნესმენზე. ( ამბობენ ხალვაში ამ წილის გაფორმებით დიდად კმაყოფილი არ იყო. რად მინდა ტელევიზიაო იძახდა თურმე, მაგრამ აზერბაიჯანში დაულაგეს სხვა ბიზნესი და შეთანხმება შედგა)
ამის შემდეგ ეროსისთან მივიდნენ და უთხრეს, უნდა გაყიდო შენი წილიო. ის, ისევ უარზე იყო. ანახეს მის ზურგს უკან ნაწარმოები მოლაპარაკების შედეგი. 66% ირაკლი ოქრუაშვილის “ბალანსზე”.
ეროსი მიხვდა რომ წილი უნდა დაეთმო ან გაეყიდა. გაყიდვა ამჯობინა და მოითხოვა ისეთი თანხა, რომელსაც ზუსტად იცოდა რომ მომლაპარაკებელი ვერ გადაიხდიდა.
ეს იყო 7 მილიონი.
ამ დროს ჩნდება საქმეში ადამიანი, რომელსაც ეს თანხა გააჩნდა. ეს გახლდათ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაუხადა ფული ეროსის. მისი პოლიტიკური მეგობრების და სანდრო გუნდის სასარგებლოდ. ბიძინამ იცოდა მოლაპარაკების ყველა დეტალი და უფრო მეტიც, კულუარულად ჩართული იყო)
ანუ, ბიძინა უბრალოდ მის ფულს იბრუნებს. როგორც ყველაფრიდან, აქედანაც გადახდილი თანხის ამოღება უნდა.
P.s. ეს ამბავი ჩემთან ჩიტს არ მოუტანია. არწივმა მიამბო გუშინ:)”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ტელეწამყვანი ნანუკა ჟოროლიანი.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია: „ხელისუფლება, ეს „მორიგე მოსამართლე“ სადაური ტერმინია?!“
შემდეგი სტატიანიკა მაჭუტაძე ტელეკომპანია იმედს კომენტარის დამახინჯებაში ადანაშაულებს