კონსტანტინე გამსახურდია: „ხელისუფლება, ეს „მორიგე მოსამართლე“ სადაური ტერმინია?!“

„ხელისუფლება, ეს „მორიგე მოსამართლე“ სადაური ტერმინია?“ – კითხულობს „ფეისბუქში“ კონსტანტინე გამსახურდია და იქვე პასუხობს: „ევროპული სასამართლო არც საავადმყოფოა და არც – სახანძრო რაზმის პოსტი. იქ ყურზე დამაგრებული სასმენებით და უძილობისგან დაწითლებული თვალებით არ დადიან, არც „პარაშით“ ხელში მოძრაობენ. ამიტომაც სირცხვილია ასეთი ტერმინები.“
გამსახურდიას თქმითვე, ჩვენ ვერ შევალთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა კანონიერების თუ დასაბუთებულობის საკითხებში, მაგრამ უხერხულობების თავიდან აცილება შესაძელბელი იყო.
„ევროპული კონვენცია, რომელზეც მიერთებულები ვართ, ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ მოსამართლე უნდა იყოს 1. დამოუკიდებელი 2. მიუკერძოებელი 3. მოწადინებული, რომ დაარწმუნოს პროცესში მონაწილე საზოგადოება და მხარეები მის მიერ მიღებული აქტების კანონიერებასა და სისწორეში. ამას განაპირობებს უპირველეს ყოვლისა სასამართლო განხილვისას მხარეთა თანაბარი ჩართულობა, ანუ შეჯიბრებითობის პრინციპი. სინამდვილეში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა:
უზენაესმა სასამართლომ ამ ზომამდე რეიტინგული და საზოგადოებრივად პოპულარული საქმე განიხილა დახურულ რეჟიმში, რაც ნიშნავს 9 მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე. ასეთ რამეს კანონი იმ 9-ს არ უკრძალავს, მაგრამ ამ ზომამდე რეზონანსული საქმე არ შეიძლება განხილული იქნეს მხარეთ მონაწილეობის გარეშე. მით უმეტეს, რუსთავი 2-ის მხარე ამას ითხოვდა. მხარეებს არ მიეცათ მტკიცებით სტანდარტში მონაწილეობის საშუალება. წინა ინსტანციის სასამართლოებმა კი გვარამია სულაც გააძევეს. როგორც ფიქრობთ, ბრმები სკოლაა? ევროპულ სასამართლოში ეს ყველაფერი არ ფიქსირდება?
ეჭვს იწვევს დავის საგანი – ქ. ხალვაში არის თუ არა ნამდვილი მესაკუთრე. ეს დავა ხანგრძლივი, რთული ისტორიაა და აქ სხვა პრეტენზიის მქომე პირებივ არიან, თუნდაც კიწმარიშვილის ოჯახი. ეჭვს იწვევს ხანდაზმულობის ვადების აღდგენა (არაუმეტეს 10 წლისა) ამ მოცემულ შემთხვევაში, მაშინ როდესაც სხვა უსამართლობების შემთხვევებში ეს არ მომხდარა. ეჭვს იწვევს აგრეთვე დამთხვევები:
1. ურთმელიძის დედის ისტორია
2. მოსამართლე ნათია გუჯაბიძის ხელშეკრულება საკუთარ დედასთან
3. ნაზღაიძის ძმისთვის უძრავი ქონების გადაცემის ფაქტი
“დიდი პალატა”, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, საქმეს მხოლოდ იმ შემთხევევაში იხილავს, თუ უზენაესში საქმის განმხილველი პალატა არ ეთანხმება და სადაოდ ხდის ქვედა ინსტანციების სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამავე საქმეზე 3-მა მოსამართლემ უარი თქვა ავტომატურ რეჟიმში დაეტოვებინა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამათგან ერთ-ერთი ეკატერინე გასიტაშვილი “ქართული ოცნების” კადრია. დიდ პალატაში კი მას და კიდევ ორს აზრი რამ შეუცვალათ? 9-ვე ერთ აზრზე როგორ დადგა? ამიტომაც ამ ყოველივეს პოლიტიკური გადაწყვეტილების ელფერი დაკრავს, რაც ევროპული სასამართლოსთვის მიუღებელი იქნება. მოცემულ სიტუციაში ქართული სახელწმიფო, რომელიც უკვე მხარეა, დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. “რუსთავი 2 სახელმწიფოს წინააღმდეგ” – აი, ასე იქნება გაფორმებული სარჩელი.
ამიტომაც მეტი სიფრთხილე უნდა გამოგეჩინათ სახელისუფლებო სავარძლებში მყუდროდ მოკალათებულნო, რომ ეს ქვები სახელმწიფოსთვის აგეცილებინათ. მაგრამ იქ, სადაც არ ბატონობს სამართალი, ყველგან ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან,“ – წერს „ფეისბუქში“ კონსტანტინე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშისალომე ასათიანი: „ყველაფერი ეს ღრმად ამორალურია!“
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: ბიძინა უბრალოდ მის ფულს იბრუნებს