ბიძინა ივანიშვილს გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ

ბიძინა ივანიშვილს გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთბიძინა ივანიშვილს გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ, ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან ადამიანს, რომელიც თან წაიღებს თქვენგან მოპარულ მრავალ მილიარდს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„საქართველო არის სხვა მენტალიტეტის, სხვა ღირსებისა და სხვა ეკონომიკის ქვეყანა, ის არ დგას ნავთობსა და გაზზე. საქართველოში არ არის საშუალება დიქტატურის დამყარების. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამიტომ, ვერ მოხდება საქართველოში ვერც პუტინიზაცია, ვერც ბელარუსიზაცია. რასაც რეალურად ივანიშვილი აკეთებს, არის საქართველოს ასლანიზაცია. ვისაც ყველაზე მეტად ჰგავს ივანიშვილი, არის ასლან აბაშიძე. აბაშიძე ასევე „ბეზპრეძელშიკობდა“, ზუსტად ასევე მარიაჟობდა, ყველას იჭერდა და ყველას სცემდა იმ მომენტამდე, სანამ არ გაიქცა. ივანიშვილი თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოებს. ოღონდ მას გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ. ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან ადამიანს, რომელიც თან წაიღებს თქვენგან მოპარულ მრავალ მილიარდს. მას აქვს ძალიან დიდი მზაკვრული გეგმები საქართველოს მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც მისი გაქცევის მომენტი დადგება, ამის საშუალება არ მიეცეს. ეს მომენტი ძალიან მალე დადგება. ამასობაში შეეცდება სხვების დაჭერას, სიტუაციის კიდევ უფრო მეტად არევას, მეტი რაღა ქნას. ბოლომდე ჩამოშალეს ეკონომიკა, იძახიან, რომ მიტინგების გამოო. ბორია, შენ გგონია, რომ ეს ყველაფერი ხიხო გაგივა? მოემზადე, მაგრამ რაც არ უნდა ჩემოდანი ჩაალაგო, მაგ ჩემოდნებს დაგატოვებინებ და არც ქართველი ხალხი გაგიშვებს ქვეყნიდან. ასლანი გავუშვით. შენ ასლანის გზას ადგახარ, ისე ჰგავხარ გარეგნულადაც, მანერებითაც, რომ ისე კარგად ვერ დაასრულებ, როგორც ასლანი. თუ ახლავე არ შეწყვეტ ამ ყველაფერს, რასაც აკეთებ. ეს არ არის მუქარა, ეს არის ობიექტური რეალობა. ქართველი ხალხი არის ღირსების მატარებელი ერი, რომელიც არ აპირებს, მოითმინოს ის, რასაც ახლა შენ ჩადიხარ. ჩვეულებრივ ძალადობას ახორციელებ ქართველის ბუნებაში. მენტალურად ხარ რუსი, საერთოდ არ გესმის, რას ნიშნავს საქართველო და საქართველოს განწყობა, მისი თვისებები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითუშეთში მაშველებმა ავტოავარიისას ხევში გადავარდნილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნეს
შემდეგი სტატიაუნდა ველაპარაკოთ ცხინვალს, უნდა ველაპარაკოთ სოხუმს, უნდა ველაპარაკოთ მოსკოვს და ყველგან უნდა ჩავიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად