ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები

ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათ უცხოეთში ლეგალურ დასაქმებას. ასევე აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობის სწორად აღზრდას, სასიხარულოა, რომ განათლების მიმართულება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია და ამ კუთხით დიდი თანხები იხარჯება, მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგების ხელფასი გახდეს ღირსეული. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ოჯახის როლს და აღნიშნეს, რომ სტაბილური და ძლიერი ოჯახები ქვეყნის სტაბილურობის განმაპირობებელია.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მისმა უწმინდესობამ ბიძინა ივანიშვილს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოები გააცნო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიაშეიგინა თუ არა ზარდიაშვილმა – ვინ როგორ გაიგო განცხადება