ბიძინა ივანიშვილი: ზუგდიდის თეატრს 2018 წლამდე გავარემონტებთ

news
ავტ.: news სექტემბერი 8, 2016 15:05

ბიძინა ივანიშვილი: ზუგდიდის თეატრს 2018 წლამდე გავარემონტებთ

პირობას გაძლევთ, რომ 2018 წლამდე ფონდი „ქართუ“ ზუგდიდის თეატრს გაარემონტებს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უთხრა, რომ თეატრის შენობის სავალალო მდგომარეობის გამო დასი უფუნქციოდ, ქუჩაში არის დარჩენილი.

“მე ეს გავიგე გუშინ. აქვე გპირდებით, რომ 2018 წლისთვის გავარემონტებთ. როდესაც ზუგდიდში მოვდიოდი, გავარკვიე, რომ არც ერთი მომართვა არ იყო ზუგდიდან. საჯაროდ ვამბობ, როდესაც ვიყავი ბოტანიკურ ბაღში, დახმარება შევთავაზე და გვიან შემეხმიანენ, ასევე დადიანების სასახლეში როდესაც ვიყავი, დახმარება შევთავაზე და საჭიროდ არ ჩათვალეს. სამწუხაროდ, არ მოსულა არაფერი ჩემამდე ზუგდიდის თეატრიდან. საჯაროდ გეუბნებით, რომ 2018 წლამდე ჩვენ მოვახერხებთ და თეატრს გავარემონტებთ, „ქართუ“ ფონდი მყავს მხედველობაში და არა ხელისუფლება”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 8, 2016 15:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics