ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე: ისევ რევოლუციით რომ იმუქრება, ამის თავი არ აქვს, ამ საცოდავს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის არანაირი რესურსი არ აქვს.

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც პროკურატურას 4 საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, რეალურად საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.

“ყოფილი პრეზიდენტი დევნაშია და ის შტაბს რეალურად ხელმძღვანელობს, ეს ნორმალურია?! ბრალი აქვს პროკურატურის მიერ წაყენებულ 4 საქმეზე და ლიდერად გამოჰყავთ წინა პლანზე. ნორმალურია, როდესაც მისი მეუღლე ამბობს, რომ თვალებში ჩახედა?! ნორმალურია რომ არ ჩამოდის და კითხვებს არ პასუხობს?! სახელმწიფოს პატივს არ სცემს. ისევ რომ რევოლუციით იმუქრება და ამის თავი არ აქვს ამ საცოდავს. არანაირად არ აქვს ამის რესურსი, ეს ნორმალურია ისევ რომ რევოლუციით გვაშინებს?! არანორმალურია, ისევ ჩვენ უნდა გადავალაგოთ“,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და კაზინოებმა მმართველი პარტიის ანგარიშზე ოფიციალურად შეიტანეს ასი-ათასობით ლარი”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ზუგდიდის თეატრს 2018 წლამდე გავარემონტებთ