ბიძინა ივანიშვილი: ვიზალიბერალიზაციის საკითხი ყველა შემთხვევაში პოზიტიურად გადაწყდება

ძალიან დიდი სურვილი და იმედია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი და თავისუფლად შეეძლოთ ჩვენ მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობა, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საკითხი ყველა შემთხვევაში პოზიტიურად გადაწყდება.

მისივე თქმით, ალბათობა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი სექტემბრამდე მოგვარდება, გაზრდილია.

„ყველა შემთხვევაში საკითხი პოზიტიურად გადაწყდება და ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. დაველოდოთ, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს წლის ბოლოს, თუმცა ალბათობა იმისა, რომ საკითხი სექტემბრამდე გადაწყდეს, გაზრდილია. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა – ყველა ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველომ პირნათლად შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც იყო საჭიროა, რათა ვიზალიბერალიზაცია მიეღო ქართველ მოსახლეობას,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გაჭიანურება არა საქართველოს მთავრობის, არამედ თვითონ ევროპული ქვეყნების პრობლემებთანაა დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: პროკურატურის არაკვალიფიციურობის გამო არ მჯერა გამოძიების ვერსიის
შემდეგი სტატია“კარგი იქნებოდა, რომ გამოძიება თავის დროზე დაწყებულიყო”- ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე