ბიძინა ივანიშვილი: “რუსთავი 2” – ს სიცრუის ნუსხის გამოქვეყნებას დაჰპირდა

 

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 91%-იანი წილის მფლობელები - გიორგი ყარამანიშვილი, ლევან ყარამანიშვილი და შპს ტელეკომანია "საქართველო" განცხადებას ავრცელებენსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “რუსთავი 2”- ის გენერალურ დირექტორი, ნიკა გვარამია უხეშ სიტყვებს ხმარობს, უზრდელობს და ამიტომ გამოაძევეს სასამართლოდან.

“რუსთავი 2″ის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, რატომ ადანაშაულებს “რუსთავი 2”-ს სიცრუის ტირაჟირებაში.

ივანიშვილი ჟურნალისტს მსგავსი სიის გამოქვეყნებას დაჰპირდა.

“ეგ არის თქვენი ტელევიზია და თქვენი ბეჭედიც აქ მოიტანეთ, არ გჭირდებათ ჩემი კრიტიკა, თქვენვე უპასუხეთ კითხვებს. რითიც იყავით დაკავებული, აგიტაციით, თქვენ და თქვენი მეუღლე, მშვენივრად გადმოიტანეთ, ცდილობთ აქაც გაავრცელოთ“, – მიმართა ივანიშვილმა “რუსთავი 2“- ის ჟურნალისტს.

კითხვაზე უნდა დარჩეს თუ არა “რუსთავი 2” ამ ფორმით არჩევნებზე, ივანიშვილი დადებით პასუხს სცემს.

“მადლობელი ვარ რომ დამპატიჟეთ, არ გამოვრიცხავ, რომ შედგეს ჩვენი შეხვედრა. “ტაბულასაც“ ჰქონდა სურვილი, რომ ცალკე შევხვედროდი. ყოველდღე, ტელევიზიაში ვერ ვიქნები, უბრალოდ, პროგრამა რაც მაქვს, გავაცანი საზოგადოებას. სიცრუეს, რომელსაც ავრცელებთ და თან ძალიან ბევრს, ამაზე, აქ ვერ მოვახერხებ რეაქციის გაკეთებას, გაგრძელდება კითხები. მოახერხეთ და ერთ-ერთი გვარის დასახელებით თქვენი სტილი კარგად აჩვენეთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სასამართლო თავისუფალია და “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამია დარბაზიდან მისი მხრიდან გაკეთებული უზრდელური გამონათქვამების გამო აძევვებენ.

“თქვენი სურვილია, სასამართლო პროცესების გარჩევა დავიწყოთ, ეს სპეციალობას მოითხოვს. დაჭრა რომ დავიწყო თემის, რამდენად სწორად იქცევა სასამართლო, იქ თქვენი დირექტორი უხეშ სიტყვებს ხმარობს, უზრდელობს და ამიტომ გამოაძევეს სასამართლოდან. არ ვაპირებ სასამართლო ქმედების შეფასებას, ის თავისუფალია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი სექტემბრიდან გადაცემით ბრუნდება ,,კომფორტულად ვიყავი სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი”
შემდეგი სტატიახალვაშს და დვალს გარანტად დავუდგებოდი- ბიძინა ივანიშვილი