ბიძინა ივანიშვილი სექტემბრიდან გადაცემით ბრუნდება ,,კომფორტულად ვიყავი სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი”

ბიძინა ივანიშვილის თქმით ის შესაძლოა ჟურნალისტიკაში ისევ დაბრუნდეს, ივანიშვილი ანალიტიკური გადაცემის გაგრძელებას სექტემბრის თვიდან აპირებს:

„რაც შეეხება ჩემს ჟურნალისტობას, მე ძიების პროცესში ვიყავი, ერთ-ერთი იყო, რომ შეიძლება მეც ჟურნალისტი გავხდე, მაგრამ მალევე მათქმევინეს უარი, ეტყობა რაღაც შემეშალა. სექტემბერში ვაპირებ მსგავსი გადაცემის და ანალიზის შეთავაზებას საზოაგდოებისთვის. როგორ გამომივიდა ეს ან როგორ გამომივა სექტემბერში ამას ნახავთ, საზოგადოება ელოდება ჩემი პოზიციის კარგად ჩვენებას, თუ შევატყვე საზოგადოებას რომ არ მსაჭიროებს, ვერ მნახავთ ვერსად, კომფორტულად ვიყავი სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი“- განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი არჩევნებს შეეხო: მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი პირადულისგან
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: “რუსთავი 2” – ს სიცრუის ნუსხის გამოქვეყნებას დაჰპირდა