ხალვაშს და დვალს გარანტად დავუდგებოდი- ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ხვდება, რუსთავი 2-ის პროცესთან დაკავშირებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი ხალვაშს და დვალს გარანტად დაუდგებოდა და ფინანსურ ზარალს აუნაზღაურებდა იმ შემთხვევაში თუ სასარგებლო პროცესი მათ სასარგებლოდ დასრულდებოდა, ოღონდ მენეჯმენტი და გვარამია არ შეცვალონ:

„მე პირადად გარანტად დავუდგებოდი ხალვაში იქნება თუ დვალი, თუ ორივე ერთად, და ვთხოვდი, ფინანსურად თუ რამე ზარალს ნახავდნენ პირადად ავუნაზრაურებდი, თუ მოხდა და სასამართლო დასრულდა მათ სასარგებლოდ, არ შეეხონ გვარამიას და არ შეეხონ მენეჯმენტს, საფასურად ჩემგან მოითხოვონ რაც უნდათ, ოღონდ ეგ სალაპარაკო არ დაგიტოვონ, რუსთავი 2 საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გამარჯვება მოახერხოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: “რუსთავი 2” – ს სიცრუის ნუსხის გამოქვეყნებას დაჰპირდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.