ბიძინა ივანიშვილი: რეგიონულ მედიას, ისევე როგორც ზოგადად მედიას, უნდა ჰქონდეს უდიდესი მნიშვნელობა

რეგიონულ მედიას, ისევე როგორც ზოგადად მედიას, უნდა ჰქონდეს უდიდესი მნიშვნელობა და ყველაფერი გაკეთდეს, რათა ბიზნესი განვითარდეს და რეგიონულ მედიას შესატყვისი შემოსავალი ქონდეთ. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თელავში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიაშია“ განაცხადა.

„ისევ ბიზნესს უნდა მივხედოთ. რეგიონები იცლება ახალგაზრდებისგან, ხდება მიგრაცია. ეს არ არის სპეციფიური პრობლემა მხოლოდ საქართველოსი, ეს ბევრ ქვეყნებშია, განსაკუთრებით – განვითარებად ქვეყნებში, განვითარებული ქვეყნები ამ მიმართულებით შედარებით დაბალანსებულები არიან. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და ყველაფერი გააკეთოს, რათა რეგიონებში იყოს შესატყვისი პირობები, დაწყებული საბავშვო ბაღიდან, სკოლებიდან, შემდგომი სწავლის გაგრძელება და პირობები საერთოდ. რეგიონებში მაცხოვრებელი დიდად აღარ უნდა განირჩეოდეს დედაქალაქში მაცხოვრებლებისაგან. რა თქმა უნდა, კინო, თეატრი, სხვა ყველა ატრიბუტები, რასაც საჭიროებს განვითარებული ადამიანი, ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდა განვითარდეს და დაფუძნდეს რეგიონებშიც“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ძირითადი უფლება ადამიანის ის არის, რომ ჰქონდეს შესატყვისი სამსახური და ღირსეულად არჩინოს თავისი სამსახურით საკუთარი ოჯახი.

„ეს ერთ-ერთი უფლება ძალიან ცუდად სრულდება საქართველოში, მაგრამ ამაში ნუ დავადანაშაულებთ დღევანდელ ხელისუფლებას. რაც 100 წელი და უფრო მეტი დრო მოანდომეს ევროპელებმა, ჩვენ ვერ მივიღებთ მსგავს ეკონომიკას 4 წელიწადში, ოთხჯერ და ხუთჯერ ვერ გაზრდით, არდა ოთხჯერ და ხუთჯერ ჩამოვრჩებით ჩვენ სწორედ ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციით განვითარებულ ქვეყნებს. აი, ეს პრობლემაა. ამას უნდა გაგებით მოკიდება. ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ და გავაანალიზოთ და არ დავადანაშაულოთ ამაში ხელისუფლება. ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ რელობიდან, რისი გაკეთება შეეძლო და ვერ გააკეთა; კი ბატონო, უნდა მოვთხოვოთ მაქსიმალურად“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილს თელავში აქციით დახვდნენ
შემდეგი სტატია“სურათი რეალურია და ეს მოხსენებაში დეტალებშია აღწერილი” – გია ვოლსკი პრემიერის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს