ბიძინა ივანიშვილს თელავში აქციით დახვდნენ

თელავში, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის პარალელურად, საპროტესტო აქცია გამართეს ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის წარმომადგენლებმა.

პარტიის წევრების განცხადებით, ადგილზე მიტანილი პლაკატებით მათ პირველი მოქალაქის არაფორმალური მმართველობა და ყურძენზე დაწესებული ფასი – 80 თეთრი გააპროტესტეს.

„კაცი, რომელიც იძახდა, რომ ყურძნის ფასი ლარიც კიდევ ცოტააო და მინიმუმ სამი ლარი მაინც უნდა იყოსო, შუა რთველის პერიოდში უსირცხვილოდ ჩამოვიდა დღეს კახეთში და ყურძნის ფასი არის 80 თეთრი. გაუფასურებული ლარი, გაძვირებული წამლები, მოსახლეობა წამლებს ვერ ყიდულობს ისეთი მდგომარეობაა. ეს უკვე სცილდება ყველანაირ ზღვარს,“ – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა.

ლეიბორისტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ხმაური მოყვა ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან. სახელისუფლებო პარტიის წევრებმა ლეიბორისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

თელავის თეატრის შენობაში ყოფილი პრემიერმინისტრი კახეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების ნაწილს ხვდებოდა.

დილიდან ადგილზე მობილიზებული იყვნენ კახეთის რეგიონის პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის თანამშრომლები.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) “ეს არის განსხვავებული აზრის დისკრედიტაცია”- გიგაური ივანიშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: რეგიონულ მედიას, ისევე როგორც ზოგადად მედიას, უნდა ჰქონდეს უდიდესი მნიშვნელობა