ბიძინა ივანიშვილი: ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და სამეცნიერო ცენტრი თბილისში, განათლების აღორძინების საფუძველი იქნება

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და სამეცნიერო ცენტრი თბილისში, ორივე ერთად საფუძველი იქნება იმისა, რომ საქართველოში მეცნიერება და განათლება აღორძინდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძნა ივანიშვილმა განუცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 12 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 109 წელი გავიდა და სწორედ დღეს ჩაეყარა საფუძველი ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშნებელობას.

„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა დღეს. დღეს ილიას მკვლელობიდან 109 წელი გავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქუთაისში ასეთი უნივერსიტეტის მშენებლობა დაფუძნდა. რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავიწყეთ სამეცნიერო ცენტრის მშენებლობა თბილისში, რომელიც მეგა ცენტრი იქნება, სხვადასხვა დარგის მეცნიერებს ექნებათ საექსპერიმენტო ბაზა. ორივე ერთად კი, საფუძველი იქნება იმისა, რომ საქართველოში მეცნიერება და განათლება აღორძინდეს”

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატია“თიბისი” ბანკი ბანკი რესპუბლიკას აქციებს 315 მილიონ ლარად შეიძენს