პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს გიორგი შარვაშიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2016 წლის 9 სექტემბერიდან”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფრომაციით, გიორგი შარვაშიძის თანადებობიდან წასვლის მიზეზად თსუ-ს რექტორის არჩევნებში მისი მონაწილეობაა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და სამეცნიერო ცენტრი თბილისში, განათლების აღორძინების საფუძველი იქნება