ბიძინა ივანიშვილი: “ქართული ოცნება” საშუალოდ, 95 კაცით შევა პარლამენტში

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნება” არჩვენების შემდეგ, პარლამენტში საშუალოდ 95 დეპუტატით შევა.

აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დასჭირდება თუ არა “ქართულ ოცნებას” კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება?- მიმართა ჟურნალისტმა ყოფილ პრემიერს.

“ჩემი პროგნოზით “ქართულ ოცნებას” კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება არ დასჭირდება. ვფიქრობ, “ქართული ოცნება” საშუალოდ, 95 კაცით შევა პარლამენტში”,- აღნიშნა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის თანადგომა, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდა პრემიერია პრინციპში და არანაირი კრიზისი არ ჰქონია