ბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდა პრემიერია პრინციპში და არანაირი კრიზისი არ ჰქონია

კვირიკაშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდა პრემიერია პრინციპში და არანაირი კრიზისი არ ჰქონია, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად ეკითხება თუ არა, ხომ არ დადგა მისი წასვლის დრო.

ივანიშვილის თქმით, ხალხი უნდა ოცნებობდეს, რომ კვირიკაშვილისნაირი კაცი ჰყავდეს სამსახურში.

„ის მხოლოდ ერთი მიზნით არის პრემიერ-მინისტრი, რომ საკუთარ ხალხს მოემსახუროს. არავითარი პირადული მასაც არ აქვს. მიუხედავად იმისა, იმდენი არა აქვს, რამდენიც მე, აბსოლუტურად ჰყოფნის ეს კაცი იმას, რაც აქვს და ბედნიერია. აბსოლუტურად მსუბუქად დატოვებს ხელისუფლებას, თუ ამის ოდნავი მაინც საჭიროება გაჩნდება. ზოგადად გუნდში ეს თამაშის წესი რომ შემოვიდა, არის ბედნიერება არამარტო საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნისთვის. ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკაში შემოვიტანე და დავაფუძნე მთავარი – მოვედი და ხელისუფლების ზენიტში მყოფმა კაცმა მეორე დღესვე დავტოვე თანამდებობა. ეს გაიმეორა ღარიბაშვილმა. გუნდის წევრები ცდილობენ, რომ ეს თამასა შეინარჩუნონ. შეიძლება ერთი-ორჯერ მანამდეც ჰქონდა ღარიბაშვილს შეკითხვა – ბატობო ბიძინა, ხომ არ დადგა დრო, მეც თქვენთან წამოვიდეო? ეს კარგია. კვირიკაშვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდა პრემიერია და პრინციპში ამის საჭიროება და არანაირი კრიზისი არ ჰქონია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: “ქართული ოცნება” საშუალოდ, 95 კაცით შევა პარლამენტში
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ეკა კვესიტაძეს – თქვენ უნდა შეეჩვიოთ, რომ კანონი ყველაზე მოქმედებს