ბიძინა ივანიშვილი მზად იყო ჩვენ აფხაზეთში ჩავატაროთ რეფერენდუმი აფხაზეთის სტატუსზე, მათ შორის დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე, რომელიც 5 წლის შემდეგ ამუშავდება

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის დროს ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის შესახებ.

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, ივანიშვილის ჰქონდა იდეები, რომლებიც „რესპუბლიკელებისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა.

„ივანიშვილი ბევრ რამეში ავლენდა არაკვალიფიციურობას. ბიძინა ივანიშვილი მზად იყო და იდეა, აკვიატება ჰქონდა, ჩვენ აფხაზეთში ჩავატაროთ რეფერენდუმი აფხაზეთის სტატუსზე, მათ შორის დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე, რომელიც 5 წლის შემდეგ ამუშავდება. ჩვენ „რესპუბლიკელებმა“ დავუბლოკეთ ეს“, – თქვა ბერძენიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის შეფასებით, ეს იყო, უცოდინარი, არაკვალიფიციური ადამიანის პრეტენზიული, აკვიატებული იდეები.

„ჩემთვის დღესაც ყველაზე საფიქრალი და სახიფათო არის მისი ბიძინა ივანიშვილის ფსევდო გროსმაისტერობა. მას ჰგონია, რომ შეუძლია, მსოფლიო პოლიტიკა ითამაშოს და მსოფლიო პოლიტიკის თამაშის ამბავში თქვას, რომ საქართველოსთვის რაღაც სერიოზული მაქვს მოფიქრებული“, – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: არის სერიოზული ვარაუდი, რომ ინსტიტუტებზე შეტევის უკან ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი დგას – საეკლესიო პროცესებმა ამის კიდევ ერთი ლუსტრაცია გააკეთა
შემდეგი სტატიაწალენჯიხის N 1 საბავშვო ბაღში შემოდგომის ზეიმი გაიმართა