ბიძინა ივანიშვილი: მაქვს პრეტენზია, რომ GDS ყველაზე ობიექტური ტელევიზიაა, თუ საკრიტიკოა, GDS-დან მოდის კრიტიკა

მაქვს პრეტენზია, რომ GDS ყველაზე ობიექტური ტელევიზიაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საზოგადოების დიდი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია და ამ პროპაგანდაში ძირითადი წამყვანი როლი „რუსთავი 2“-ს აქვს.

„როდესაც ვსაუბრობ ელექტორატზე და არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ 30% , 150-200 ათასი ისევ „ნაციონალურ მოძროაბას“ უჭერს მხარს, ისინი მსხვერპლი არიან ცრუ პროპაგანდის. რა თქმა უნდა, აქ პასუხსიმგებლობაზეც შეიძლება დადგეს საკითხი. შეიძლება შემეკითხოთ, დახმარებოდი მაშინ და არ გახდებოდნენ მსხვერპლი პროპაგანდის, გაანძრიოს ხელისუფლებამ ხელი და იხსნას ხალხი ამ პროპაგანდისგან მსხვერპლობისაგან. ჩვენ გვქონდა თუ არა ამის შესალებლობა? რა თქმა უნდა, ვაღიარებ იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არის პროპაგანდის მსხვერპლი. არიან გაჭირვებული ოჯახები, ჩართული აქვთ „რუსთავი 2“, რომელიც მუდამ ლანძღავს ხელისუფლებას არგუმენტების გარეშე და გულს იოხებენ ამით. შეგვეძლო? რა თქმა უნდა, შეგვძელო და ეს ყველაზე მეტად მე შემეძლო. შემეძლო, 10 ტელევიზია გამეხსნა. მსგავსი მეთოდების გამოყენება შეეძლო ხელისუფლებასაც, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა თავის დროზე და მთელი მედია ჩაიდეს ჯიბეში. ვირტუალურ სამყაროს ქმნიდნენ მედიიდან და ნარკომანები გახადეს პირდაპირი მნიშვნელობით. კი ბატონო, ძალადობდნენ, მაგრამ რაღაც მაინც კეთდებოდა. რა კეთდებოდა, ორჯერ მეტი კეთდება დღეს ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს პროპაგანდა არაა და ჩვენ ამ პროპაგანდაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ „ დიქტატურის აშენება დაიწყო.

„ჩევნ მივდივართ ევროპული ფასეულობით, ევროპული ხელწერით“, -აღანიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს ვერავინ იტყვის, რომ ხელისუფლებას ყავს მედია, რაც არის უფრო პრიორტეტული.

„მე არ ვარ ხელისუფლების ნაწილი. GDS-საც ერთი საინფორმაცია გადაცემა აქვს და მე მაქვს პრეტენზია, რომ ყველაზე ობიექტური ტელევიზიაა. ის არ არის ხელისუფლების პროპაგანდუსტული მანქანა. თუ საკრიტიკოა, GDS-დან კრიტიკა მოდის აბსოლუტურად არგუმენტირებული და ობიექტური, ვისაც გინდათ, იმას შეეკამათები ამაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მედიას აქვს ლომის წილი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და გამყარებაში.

„მედიას ხელი არ ვახლეთ და ამას ვერც დღეს ბედავს ხელისუფლება. აი, ეს უფრო ძვირფასია, ვიდრე ის, რომ საზოგადოების ნაწილი ხდება პროპაგანდის მსხვერპლი. საზოგადოება ნიჭიერია, უმეტესმა დააღწია თავი ამას. უფრო დიდ ნაწილს სწორი პოზიცია უჭირავს და არჩევნებში ნახავთ ამას. კიდევ ერთხელ, ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ აქ რაღაც გაყალბებეზე იქნება აქცენტები. იქნება 100%-იანი ობიექტური არჩევნები. ნახავთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ დააღწია თავი ამ პროპაგანდას და უარი თქვა ყვარყვარიზმზე და ამ სასაცილო ხალხზე. ნათელაშვილი, სააკაშვილი შეიძლება პირდაპირ იგივდებიან ყვარყვარესთან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას პროპაგანდაა რომ აემოქმედებინა, გადააყოლებდა უფრო ძვირფასს და უფრო მნიშვენლოვანს.

„საზოგადოების აქტიური ნაწილი არის უფრო რთული. ჟურნალისტიკა, ექსპერტები ეს შუაშისტები, რომლებიც ყველაზე მეტს გამოდიან, ყველაზე მეტ დაბნეულობას იწვევენ სწორედ არასწორი ანალიზით. შუაც უნდა იყოს, თავიც უნდა იყოს. ყველაფერი უნდა იყოს საზოგადოებაში, ყველაფერი უნდა ავიტანოთ, ყველანაირი ტიპის მედია უნდა ავიტანოთ. ამას პასუხი უნდა გავცეთ მხოლოდ ჩვენი ქმემდებით, სწორი ანალიზით და ამას ჩვენ მივიღებთ არჩევნებზე. ზურგის ტვინიდან გრძნობენ ხალხს, რომლებმაც არც ეკონომიკა იცის, არც ანალიზს აკეთებს და ვერ აკეთებს, მაგრამ აი, ნახავთ, არჩევნებზე, რომ ძირითადი ხალხი მოვა და სწორ პასუხს გასცემს იმ ყველაფერს, რაც 4 წლის განმავლობაში გაკეთდა“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) საქართველოს პრემიერ-მინისტრი UEFA-ს ახალ პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატია“ივანიშვილისათვის საკუთარი ქვეყანა და პარტია დიდი სავაჭრო ქარვასლაა, რომელიც ფულის საკეთებლად სჭირდება”