“ივანიშვილისათვის საკუთარი ქვეყანა და პარტია დიდი სავაჭრო ქარვასლაა, რომელიც ფულის საკეთებლად სჭირდება”

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ოლიგარქმა და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ივანიშვილმა საკუთარი ბანკირებით, ონლაინ-სესხებითა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებით გაძარცვა საქართველოს მოსახლეობ, ამჯერად კი, პოლიტიკური მევახშეობით დაკავდა.

“კერძოდ, მან საკუთარ პარტიას “ქართუ ბანკიდან” ასესხა და მიაპროცენტა მილიონი ლარი, რომელიც არჩევნების შემდგომ ბიუჯეტიდან, ანუ თითოეული ჩვენთაგანის ჯიბიდან იქნება გადასახდელი. მაშინ როდესაც დაზარალებულ და ქუჩაში გამოყრილ იპოთეკარებზე ივანიშვილის ბანკს ერთი თეთრი არ გაუცია გრძელვადიანი სესხის სახით. ასევე, წინასაარჩევნოდ ლეიბორისტულ პარტიას ყველა ბანკმა უარი უთხრა კრედიტის გაცემაზე. ეს უპრეცედენტო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილისათვის საკუთარი ქვეყანა და პარტია დიდი სავაჭრო ქარვასლაა, რომელიც ფულის საკეთებლად სჭირდება”,- განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: მაქვს პრეტენზია, რომ GDS ყველაზე ობიექტური ტელევიზიაა, თუ საკრიტიკოა, GDS-დან მოდის კრიტიკა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ აკო მინაშვილი თუ გადაარჩენს, მეტი არაფერი საშველი აღარ დარჩათ