ბიძინა ივანიშვილი : გია ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი, არაფრის ანალიზის უნარი არ ჰქონია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მედიასთან შეხვედრაზე პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია აქვს.

„ხუხაშვილი გახლავთ უნიჭო ექსპერტი. ყველგან ყველაფერი მოიარა. ძალიან ცუდად მოიქცა ჩვენთან. ჩემთან მაგას დიდი ხანია, აღარ შემოესვლება. სადაც კი შეიძლებოდა, ყველას მიეკედლა და ჩემი აზრით, „ნაციონალებთან“ გაფორმდა, მაგის პოზიციიდან გამომდინარე. მე არ ვიცი, ხელფასს უხდიან, არ უხდიან, მაგრამ მისი პოზიცია ერთი ერთზე ასხამს წყალს „ნაციონალების“ წისქვილზე, მაგრამ მაგის არავითარი პრობლემა არ გვაქვს. მაგას ერთი პერიოდი ილუზია ჰქონდა, რომ მართავდა ყველა პროცესს. ამ დროს, როდესაც ვიხსენებ მის გამონათქვამებს, არაფრის ანალიზის უნარი არ ჰქონია. შევახსენებ, როდესაც წინა საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც მარგველაშვილი დომინირებდა, მახსოვს, მაგის ანალიზს უკვე აღარ ვისმენდი და ლამაზად ვწევდი, რომ არ მეწყენინებინა, მაინც გამალებით მიაღწია, ჩამოვიდა ურეკში ჩემთან და იქ დავუხურე პრინციპში მაგის ანალიზი. თუმცა, ურთიერთობა არ შემიწყვეტია, როდესაც მარწმუნებდა, რომ ორი ვერსია აქვს, რა შემთხვევაში გაიმარჯვებს ბურჯანაძე. იქ მკვახედ ვუთხარი, რომ ორივე ვერსია შენთვის დამითმია-მეთქი, მე მაგის მოსმენაზე დროს არ დავხარჯავ-მეთქი. ასეთი ანალიტიკოსია და ასეთი ექსპერტია გია ხუხაშვილი.

მორალთან დაკავშირებით კიდევ, სად წავიდა, როგორ წავიდა, ყველა მოიარა და ყველაფერი მოატყავა, თავში ჰქონდა ილუზია, რომ მე კი არ ვალაგებდი, ეგ ალაგებდა ყველაფერს, მოიქცა უღირსად და არ შემომიშვია და არც შემოვუშვებ, ეს მისი ბრალეულობა იყო. ნაცვლად იმისა, რომ დაელაგებინა და გაესწრორებინა. სადაც კი შეიძლებოდა დესტრუქცია, ყველგან მიდიოდა. დღევანდელი მაგის პოზიცია ერთი ერთზე „ნაციონალურ მოძრაობის“ პოზიციაა. ახლა ხელფასს საიდან იღებს და ფულს იღებს თუ არა, ჩემი ინტერესი არ არის. იქ რომ დგას და მაგათ პოზიციას ამყარებს, ჩანს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში“ან გავიდა რეალობიდან და ზებრებთან და ელფებთან ერთად თავის ოცნებაში ცხოვრობს, ან ხვდება რეალობას და შეგნებულად იტყუება”
შემდეგი სტატიაეკა გიგაური : არასამთავრობოებზე და პირადად ჩემზე მიმდინარეობს თავდასხმა – მგონია, რომ ამის უკან დგას მთავრობა და მშიშარა კაცები