ეკა გიგაური : არასამთავრობოებზე და პირადად ჩემზე მიმდინარეობს თავდასხმა – მგონია, რომ ამის უკან დგას მთავრობა და მშიშარა კაცები

არასამთავრობო სექტორზე მიმდინარეობს თავდასხმა, ასევე, ჩემთან მიმართებაში პირადად – მგონია, რომ ამის უკან დგას მთავრობა და მშიშარა კაცები, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

„დღეს დილიდანვე კიდევ უფრო გააქტიურდნენ, პირადად მე მესხმიან თავს. მე მგონია, რომ ამის უკან დგას მთავრობა და მგონია, რომ ამის უკან დგანან მშიშარა კაცები იმიტომ, რომ ისინი იმალებიან დაფინანსებული კამპანიის უკან. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს მოვიდეს, დამელაპარაკოს, შეგვიძლია ვიკამათოთ ყველა ჩვენს ანგარიშზე, რომელიც გამოგვიქვეყნებია აქამდე. ამიტომ, მე მათ მოვუწოდებ, რომ არ შეეშინდეთ ჩემი, გამოჩნდნენ და მკითხონ რისი კითხვაც უნდათ“, – განაცხადა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : გია ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი, არაფრის ანალიზის უნარი არ ჰქონია
შემდეგი სტატია9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, 34 წლის იაგო ნებიერიძეა