ბიძინა ივანიშვილი: ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილობით და მოგახსენებთ თუ რას ვაპირებთ

ივანიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ”ერთი კვირის თავზე” წერილის გამოქვეყნებას გეგმავს, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება ”ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.
”დაახლოებით ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილობით და მოგახსენებთ თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ. ამ წერილში ყველაფერს აღვწერ მე”, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, მისი თქმით, ახალ სახეებს არ იცნობს და ყველა მათგანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერაა შერჩეული.
ივანიშვილის მტკიცებით, მას კადრების შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი პარტია ქართული ოცნების განახლებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია,, ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, ჯერჯერობით”