,, ახალი პარტიის შექმნას არ ვაპირებ, ჯერჯერობით”

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ”ქართული ოცნების” სიაში არ იქნება, თუმცა პარტიას მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც ღარიბაშვილმა ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს.
“როგორც ყოფილი პრემიერი და როგორც “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე მზად ვარ, თუკი გუნდს დასჭირდება, მხარში დავუდგე არჩევნების განმავლობაში. სიაში არ ვიქნები, რადგან პარტიის თავმჯდომარე ვიყავი. მინდა წარმატება ვუსურვო ახალ გუნდს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქით, არჩევნებში ”ქართული ოცნების” მხარდაჭერას აპირებს და სხვა რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილობით და მოგახსენებთ თუ რას ვაპირებთ
შემდეგი სტატია,,წაიყვანეს ჩემი გოგო” -ევა ბარბაქაძის ოპერაცია მიმდინარეობს