ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ძალაუფლება მხოლოდ ხალხის ნდობაა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ძალაუფლება მხოლოდ ერთ კაცშია თავმოყრილი.

ივანიშვილის თქმით, მისი ძლააუფლება ის არის, რომ ხალხი ენდობა.

“ძალაუფლება ერთ კაცში არაა თავმოყრილი, ჩემი ძალაუფლება მხოლოდ ის არის, რომ ხალხი მენდობა. ხალხს აქვს ჩემზე დამოკიდებულება ისეთი, როგორიც აქვს და ჩემს სიტყვას აქვს ფასი. ჩემი ძალაუფლება გახლავთ მხოლოდ ხალხის ნდობა. სანამ ამას ვგრძნობ, ვალდებულება გამაჩნია, რომ ამ ხალხს მოვემსახურო”,- განაცხადა ივანიშვილმა საზოგადოებრივ არხზე “ინტერVIEV”-ში სტუმრობისას.

banner
წინა სტატიაში“ვერ ნახავთ ვერცერთ ხაზს, თუ სიცრუის მანქანა რ2-ს არ მოუსმენთ , რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამე გამეკეთებინოს”
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ადგილი აქვს შეგნებულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”